პროექტი: უტოლობათა სისტემა
პროექტის მთავარი იდეა: სიმრავლის ცნების ღრმად გააზრება. ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის გადაზრდა ჩვევაში
პროექტის აქტუალობა: პროქტი აქტუალურია რადგან უტოლობათა სისტემის ამოხსნა მოითხოვს განვლილი მასალის კვლავ გახსენებას, მის პრაქტიკულ გამოყენებაას რაც გამოწვევს ნასწავლი მასალის განმტკიცებას.
პროექტის მიზნები: შეძენილი ცოდნის განმტკიცება და პრაქტიკული გამოყენება, სიმრავლის ცნების ღრმად გააზრება.
მონაწილეთა ასაკი: მეცხრე კლასიის მოსწავლეები.
ვადები: ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას უტოლობების, უტოლობათა სისტემის, სიმრავლის ცნების შესახებ. გამოუმუშავდებათ ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენების უნარ-ჩვევა. გაუჩნდებათ მათემატიკის სწავლის მეტი ინტერესი
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, რვეულები, კომპიუტერი
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროებს, მოსწავლე გაიმეორებს ნასწავლ მასალას, მოძებნის სახელმძღვანელოსა და ინტერნეტში აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაციას
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად მოსწავლეებს, ამ პროექტში მუშაობის შემდეგ, განუმტკიცდებათ ცოდნა სიმრავლეთა ცნების, უტოლობათა სისტემის ამოხსნის და ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი: მარინა გოცირიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: marinagociidze@gmail.com
პროექტის ბლოგი: marinagociidze.blogspot.com